ქობულეთელი ფერმერების ნაწილი, ჩითილების პროგრამას აპროტესტებს

04 ივნისი 2020, 20:08 1838 ნახვა

ქობულეთელი ფერმერების ნაწილი, ჩითილების პროგრამას აპროტესტებს.  გვარასა და ლეღვას ზოგიერთი მცხოვრები ამტკიცებს, რომ პროგრამით სარგებლობა ვერ შეძლეს. პრეტენზიები აქვთ მათაც, ვისაც ჩითილები გადაეცათ. მათი განცხადებით, ნერგები მცირე რაოდენობით იყო და სარგებელს ნაკლებად ელოდებიან.

პროგრამას წარუმატებელს უწოდებს ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგრო სერვის ცენტრში“ კი განმარტავენ, რომ ოჯახებს ორმოცამდე ნერგი უნდა მიეღოთ, დარიგებაზე პასუხიმგებელი კი მუნიციპალიტეტი იყო.  რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, ქობულეთის მერიაში პროგრამის განხორციელებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.  ჩითილების პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  140 ათასი ლარი გამოყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში