აქცია საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით

04 ივნისი 2020, 10:32 1954 ნახვა

სამოქალაქო მოძრაობამ  კამპანია „შემახე ამინისტია"-ს კამპანია ფარგლებში ბათუმში აქცია გამართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემა მოითხოვეს, რომელიც მათი განცხადებით მხოლოდ პედოფილიის ბრალდებით დაკავებულებს არ უნდა შეეხოთ.

უფლებადამცველები ამბობენ, საყოველთაო ამნისტია ქვეყანაში  2013 წლის შემდეგ არ ყოფილა და ისინი მზად არიან საკითხი საკანონდებლო ორგანოსთან ერთად განიხილონ. აქციას პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი