შიმშილობის მეშვიდე დღე აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

04 ივნისი 2020, 12:00 1509 ნახვა

დღეს საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. ამის შესახებ „მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა განაცხადეს.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე მილორავა უკვე   ერთი კვირაა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით  შიმშილობს. მას  პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ, რომელმაც მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით გუშინ მიმართა. მრჩეველთა საბჭოს წევრს იმედი აქვს, რომ პროცედურების დასაწყებად კიდევ ერთი მრჩევლის მხარდაჭერა ექნება.  

რაც შეეხება  საბჭოში ოპოზიციის კვოტით არჩეულ კიდევ ერთ წევრს, თამარ წილოსანს, იგი აცხადებს, რომ კონსულტაციებს გადის და უნდობლობის საკითხის დაყენებას რამდენიმე დღეში თავადაც გეგმავს.  

საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ  დირექტორისთვის უნდობლობის საკითხის წარდგენა ამ ეტაპზე კანონდარღვევით მოხდა, ვინაიდან მის თქმით, იმპიჩმენტის  ინიცირებისთვის აუცილებელია საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ანუ ორი მრჩევლის ხელმოწერა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი