ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვები იწყება

03 ივნისი 2020, 18:22 1508 ნახვა

ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური განხილვები იწყება. 19 საათიდან მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში დეპუტატები უპასუხებენ. ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობაზე ისევ უარს ამბობს, მოთხოვნა იგივეა გათავისუფლდეს გიორგი რურუა.

ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას გამარჯვების იმედი არ აქვს და ამ მოთხოვნას საბაბად იყენებს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ  საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტი ოპოზიციისთვის  გამარჯვების გარანტი რომ ყოფილიყო, მას გიორგი რურუაზე არ გაცვლიდნენ. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ერთი თვის ვადაში უნდა გაიწეროს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი