კორონავირუსით საქართველოში მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

03 ივნისი 2020, 12:00 1639 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით   კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 76 წლის მამაკაცი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 მაისის შემდეგ  გადიოდა მკურნალობის კურსს. მედიკოსების ინფორმაციით,  იგი სუნთქვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო და ჰქონდა  თანმხლები დაავადებები. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ 19 საქართველოში 6 მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  800- ს შეადგენს.   კარანტინის რეჟიმში იმყოფება  2 ათას 424, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304 პირი.

რაც შეეხება აჭარას,  156 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 32 პირის  კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.  დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. კოვიდ19  დაამარცხა 70-მა პირმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი