ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 262 ადამიანი გარდაიცვალა

03 ივნისი 2020, 10:03 1825 ნახვა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 262 ადამიანი გარდაიცვალა.  დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი  31  ათას გადააჭარბა.

რაც შეეხება რუსეთს,  „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია 500 რუსი ჟურნალისტი. 

იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც.

შეგახსენებთ, იტალია კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 33 500 დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში