საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა თბილისი-ბათუმი მინივენით მგზავრობა 90 ლარი გახდა

02 ივნისი 2020, 18:48 1974 ნახვა

საქართველოში 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგება. ამ ეტაპზე მხოლოდ მინივენით გადაადგილებაა შესაძლებელი, რომლის ფასი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 90 ლარია.

მძღოლები ფასის ზრდის მთავარ მიზეზად რეგულაციებს ასახელებენ. მთავარი პრობლემა მგზავრების გადაყვანის შეზღუდვაა. რადგან ახალი რეგულაციების მიხედვით ავტომობილში 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 მგზავრის მოთავსებაა შესაძლებელი, რის გამოც მოიმატა ფასებმა.

როგორ აისახება ახალი უსაფრთხოების რეგულაციები ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებზე ეს მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი.

გაორმაგებული ფასები, ამჟამად, მხოლოდ მინივენებზე და ტაქსებზე მოქმედებს. როგორც ცნობილია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კერძო კომპანიებს ეკუთვნის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი