ხვალ და ზეგ აჭარაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში +19, +24 გრადუსი იქნება, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
მზის ულტრაიისფერი ინდექსი იქნება მაღალი ინდექსით #8, რაც აუცილებლად მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს დამცავი საშუალებების გამოყენებას გულისხმობს.
ფოტო: ირინე წუწუნავა