ხვალიდან კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მათი მოთხოვნა უცვლელია. შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და საპატიმროდან გათავისუფლდეს გიორგი რურუა.
მმართველი გუნდი ხელისუფლების ოპონენტებს ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. საყოველთაო განხილვა ორ ქალაქში თბილისსა და ბათუმში ჩატარდება.