ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა - ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

31 მაისი 2020, 11:07 1507 ნახვა

სოფელ სალიბაურში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ხელვაჩაურის მერია 6 თვის განმავლობაში 300 ლარის ოდენობით დაეხმარება. მერიაში ამბობენ, რომ  თითოეული დაზარალებული ოჯახისთვის ბიუჯეტში 15 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხანძარი  გუშინ საღამოს გაჩნდა დაიწვა ერთ სართულიანი ხის სახლი ოჯახი კი ღია ცის ქვეშ დარჩა,ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ოჯახის წევრებმა თავი ნათესავებს შეაფარეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში