სოფელ სალიბაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

30 მაისი 2020, 18:01 4201 ნახვა

ხანძრის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ სალიბაურში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.   ჩვენი ინფორმაციით ხის სახლი ერთსართულიანი იყო,  ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა.  ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.  ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია ,ასევე უცნობია რა დახმარებას გაუწევს დაზარალებულ ოჯახს ხელვაჩაურის მერია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში