30 დღეა ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, covid-19-ზე ჩატარებული 191 ტესტის პასუხი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 28 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს.
ამჟამად აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის.