გამაჯანსაღებელი ტურიზმის პერსპექტივები - ალტერნატივა

28 მაისი 2020, 20:34 1653 ნახვა

ბალნეოლოგიური მიმართულება და მინერალური წყლების გამოვლენა  პოსტკოვიდურ ტურისტულ პერიოდში აჭარას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის, ასე ეკონომისტები ფიქრობენ. რეგიონში ოფიციალურად  15  მინერალური წყლის საბადოა აღრიცხული. მათგან კი მეტნაკლებად 2-ია ათვისებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი, ერთ-ერთია, სადაც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებაა შესაძლებელი.

სოფლის მკვიდრები ამბობენ, რომ წლების წინ,  იქ არსებული გოგირდის აბაზანებით უამრავი ტურისტი ინტერესდებოდა, თუმცა განიხილება თუ არა ახლა ადგილზე ბალნეოლოგიური კურორტის მოწყობის საკითხი, მათთვის უცნობია. რეგიონში, ბალნეოლოგიური კურორტების მოწყობის შესაძლებლობას რეალურად და საჭიროდ მიიჩნევენ აჭარის ტურიზმისა კურორტების დეპარტამენტშიც.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი