26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს, 2-ს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ორის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. დაჯარიმებულთ შორის არიან ბრალდებულ რეზო წულუკიძის და და ძმა. გუშინ, ბათუმში ხულიგნობის მუხლით ბრალდებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერად გაიმართა საპროტესტო აქცია.
აქციაზე 30 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათგან 9 გუშინვე გაათავისუფლეს ხელწერილით. აქციაზე დაკავებულები ამბობენ, რომ მათ სამართალდამცველებმა გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს.