ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი იწყება. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 30 პირია დაკავებული.