ონლაინ კაზინოებზე სახელმწიფოს ადმინისტრირება საკანონმდებლო დონეზე უნდა გამკაცრდეს - პრემიერი 

27 მაისი 2020, 20:02 1925 ნახვა

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა. საკანონმდებლო ინიციატივით, მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

„ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრობს. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში