პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენეს

26 მაისი 2020, 12:22 1442 ნახვა

2011 წლის 26 მაისის მოვლენები  გაიხსენა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, იგი მხარდამჭერებთან ერთად   პარლამენტთან მივიდა. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოასწორა და ქვეყანას იგივე მეთოდებით მართავს. პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციას მართავდნენ. დემონსტრანტები სამართალდამცავებმა დაშალეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი