როდის გაიხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ? - ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს.მოვაჭრეთა ნაწილი შეცდომაშიც შევიდა და მაღაზიები უკვე გახსნა, თუმცა ობიექტები პოლიციამ დააკეტინა.
დასაქმებულები ამბობენ, რომ შეცდომაში იმ განცხადებებმა შეიყვანათ, რომლის თანახმადაც 25 მაისიდან მუშაობის განახლება მოლების გარდა ყველა საცალო და საბითუმო მაღაზიებს და ღია ბაზრობებს შეეძლოთ. დახურული მაღაზიების მეპატრონეები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.