შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თბილისი ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს.
საავადმყოფოს ეზოში, ექიმებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ბუშტები გაუშვეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული აივ/შიდსის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.