მიანიჭებს თუ არა პარლამენტი მთავრობას უფლებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები? პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მისგან გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს. მანამდე კი ჯანდაცვის კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის შესწორებული ვერსია განიხილა.