ხმაური იყო ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე. მოსახლეობა მე-14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებდა. ადგილობრივების მტკიცებით, კომპანია „როიალ ბილდინგი“ მრავალწლოვან ევკალიპტებს საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ანადგურებს.
კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ ხეებს არ ჩეხავენ, მოხდა მხოლოდ გადაბელვა, რათა დაცული იყოს როგორც ნარგავები ასევე იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება.
იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, მზად არიან ნებისმიერი დაინტერესებული პირი სამშენებლო ტერიტორიაზე შეუშვან და იქ არსებული ვითარება გააცნონ. ამბობს, რომ აშენედება 20 სართულიანი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია მწვანე ნარგავებით განაშენიანდება.
ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.