ყველა მოქალაქეს, რომელმაც სამსახური დაკარგა და სახელმწიფო ეხმარება, საბანკო სესხები სამი თვით გადაუვადდება

21 მაისი 2020, 11:17 2709 ნახვა

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც სამსახური დაკარგა და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში სესხის პროცენტი გადაუვადდება

გიორგი გახარიას თქმით, ასევე აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებსაც შემოსავალი შეუმცირდათ.  

''რაც შეეხება მოქალაქეების საბანკო სესხებს, გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორთან თანამშრომლობით კრიზისის პირველივე ეტაპზე  მივიღეთ გადაწყვეტილება და ბანკმა ფიზიკურ პირებს სესხის სამი თვის პროცენტი გადაუვადა. ეს პერიოდი უკვე გავიდა. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება: 1 - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. 

გარდა ამისა ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო დავალიანება და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება. ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი