ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით თარიღი შეიცვალოს. ჯანდაცვის სამინისტრო, რეკომენდაციათა პაკეტს ამზადებს, რომლითაც კვების ობიექტები ისარგებლებენ. სავარაუდოდ, კაფე-ბარებისა და რესტორენბის მეპატრონეებს სივრცეების სწორად გადანაწილება მოუწევთ. წინასწაერი ინფორმაციით, მაგიდებს შორის დისტანცია ორი მეტრი უნდა იყოს, ერთ მაგიდასთან კი არ უნდა იჯდეს 6 ადამიანზე მეტი.
სპეციალისტების აზრით, ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მოხდება. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ლოდინი, მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით.
ძირითადი რეკომენდაციები:
➤ წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით).
➤ მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
➤ უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი. ➤ აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
➤ განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;
➤ სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით.
➤ უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.
მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის
➤ მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
➤ სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
➤ 1 მაგიდებთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
➤ გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
➤ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
➤ უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის შეძლებისდაგვარად უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის
➤ დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
➤ მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
➤ ერთ მაგიდასთან განთავებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არაკაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
➤ სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
➤ 1 მაგიდებთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
➤ გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
➤ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
➤ გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
➤ გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
➤ სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
➤ გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
➤ ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.
დამსაქმებლის ვალდებულებები:
➤ განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
➤ ობიექტის შესასვლელში, დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის, განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
➤ უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;
➤ უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;
➤ დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეც.ფეხსაცმელები);
➤ ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
➤ მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
➤ პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;
➤ უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დასუფთავება რამდენჯერმე დღეში (ორ საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
საქართველოში კაფე-ბარები და რესტორნები მარტში დაიხურა. მათი ნაწილი ადგილზე მიტანის სერვისზე გადავიდა.