კვლავ უცნობია რა სისტემით ჩატარდება 20/20-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

17 მაისი 2020, 14:56 1394 ნახვა

რა  სისტემით  ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნები  ამ  დრომდე უცნობია. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო  ცვლილებებს  ზაფხულში მიიღებენ და მანდატებიც  საქართველოს პარლამენტის მსგავსად გადანაწილდება, თუმცა  კონკრეტულად რამდენით  შემცირდება  მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი და გაიზრდება  პროპორციული სიით მანდატები ჯერ დაზუსტებული არ  არის. 

რამდენიმე თვის წინ უმაღლეს საბჭოში ინიცირებული კანონპროექტი კი სრულად პროპორციულზე გადასვლას ითვალისწინებს, თუმცა  მას შემდეგ რაც იგივე მოდელი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა  უმაღლეს საბჭოს  ცვლილებები კენჭისყრაზე არ  გაუტანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში