გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე ბრძოლა მოიგო

17 მაისი 2020, 11:24 2557 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე გამარჯვება იზეიმა. გიგას მეტოქე მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო ,თუმცა დევიმა ორთაბრძოლას თავი მესამედ აარიდა. ქართველ მებრძოლს კი 33 წლის მექსიკელი ირვინ რივერა შეხვდა და ჭიკაძემ ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. მექსიკელ მებრძოლს მასზე მაღალი მეტოქის დარტყმების მოგერიება უჭირდა და საბოლოოდ სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ქართველ მებრძოლს მიაკუთვნეს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გიგა ჭიკაძემ UFC-ს ხელმძღვანელს დანა უაითს ბრძოლების საქართველში ჩატარების წინადადება შესთავაზა. ‘’დანა, ერთი თხოვნა მაქვს შენთან. ვიმუშაოთ UFC-ს საქართველოში ჩატარებაზე. ჩემი ქვეყნის მთავრობა მზადაა და UFC-ს პოპულარობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა . - ამ სიტყვებით მიმართა ჭიკაძემ უაითს. 31 წლის გიგა ჭიკაძემ ყველაზე პოპულარულს საბრძოლო ორგანიზაციაში მესამე ბრძოლაც მოიგო. გიგას ირვინ რივერამდე ბრენდონ დევისი და ჯამალ ემერსი ჰყავდა დამარცხებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი