ვაპირებ, მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას - ირაკლი ოქრუაშვილი

15 მაისი 2020, 22:24 1404 ნახვა

ვაპირებ მაქსიმალურად ხელი შევუწყო, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

 "ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ. ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების შესახებ.  ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას. მაქსიმალურად ხელი შევუწყო იმას, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს და თქვა, რომ მისი და გიგი უგულავას დაჭერა და გათავიფსულება პოლიტიკური ნაწილი იყო,

"როგორც ჩემი დაჭერაც, გიგის დაჭერაც, რურუას დაჭერაც და ბევრ სხვა ადამიანის დაჭერაც, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკის ნაწილი,  გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ მე სიმართლე რომ გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკის ნაწილი და ეს იყო პოლიტიკის ზეგავლენის შედეგი. ძალიან მრცხვენოდა „ქართული ოცნების“ ზოგი ლიდერის გამო, რომ ჩვენ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავ სენატორის, კონგრესმენის და ევროპარლამენტის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას, ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ ოკუპაციის, ბორდერიზაციის შესაჩერებლად, უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხველად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევსის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა მე პირადად, ამის გამო, მით უმეტეს, ყოველდღიურ რეჟიმში განცხადების კეთება და ძალისხმევა საქართველოში რაღაც სიტუაციის დალაგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი