ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად ემუქრება თუ არა საკონტიტუციო ცვლილებებს ისევ ჩავარდნა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პირობას აუცილებლად შეასრულებენ და ინიცირებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა მათ საკმარისი- 113 ხმა არ აქვთ.
ოპოზიცია კი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს. ქართული ოცნების წევრი კახა ოქრიაშვილი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ კრიზისის განსამუხტად პროცესში პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს და დაკავებული ოპოზიციის ლიდერები შეიწყალოს.