დაკავებები გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით

24 ოქტომბერი 2025, 19:43 149 ნახვა

გზის უკანონოდ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებები გრძელდება - არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორისაა,  "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა, რეჟისორი და „ფორმულას“ დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, ასევე ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე. ასევე დაკავებულია ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე,  იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი დავით მშვენიერაძე, და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე.

რაც შეეხება გასულ დღეს დაკავებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს, ეკა ბასილაია-შავგულიძეს მოსამართლემ 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე