პორტუგალიის ჩემპიონატის განახლების თარიღი ცნობილია

13 მაისი 2020, 10:28 1410 ნახვა

პორტუგალიის საფეხბურთო პრემიერ ლიგა 4 ივნისს განახლდება. ინფორმაცია პორტუგალიის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 ივნისამდე ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ , რათა ჩემპიონატი უპრობლემოდ განაახლონ.

"ბოლო დღეებში ბევრ ორგანიზაციასთან კონსულტაციები გვქონდა და გადავწყვიტეთ ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები 4 ივნისიდან გავაგრძელოთ". პორტუგალიის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ასპარეზობს. ქართველი ვიტორია სეტუბალის კარს იცავს. პორტუგალიაში ჩემპიონობისთვის ‘’პორტოს’’ და ‘’ბენფიკას’’ დიდი ბრძოლა ექნებათ. 24 ტურის შემდეგ ‘’პორტოს’’ 60 ქულა აქვს, ხოლო ‘’ბენფიკა’’ 59 ქულით მეორე საფეხურს იკავებს, 46 ქული კი ‘’ბრაგა’’ მესამე ადგილზეა. რაც შეეხება მაკარიძის ‘’სეტუბალს’’, გუნდი 28 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარნდი ზონის გუნდებს 12 ქულით უსწრებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი