მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.
ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა მიმდინარეობს ხულოს ანდრია პირველწოდების სახელობის ტაძარში. ეპიდსიტუაციის გამო წელს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ნაეკლესიართან ტრადიციული დიდაჭარობის ღონისძიება არ გაიმართა.
გადმოცემის მიხედვით, მოციქული ანდრია სწორედ ამ სოფლიდან შემოვიდა საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა. ამავე სოფელში აიგო ტაძარი და მოინათლა მოსახლეობა.
ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს. დღეს საქართველოში უქმე დღეა.