ღია და დახურული უწყებები

28 სექტემბერი 2016, 00:00 3317 ნახვა

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა. 2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს, 55-ია. მათ შორისაა  საქართველოს პარლამენტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 2016 წლის ყველაზე ღია საჯარო უწყებად ლტოლვილთა სამინისტრო, ყველაზე დახურულ უწყებად კი იუსტიციის სამინისტრო დასახელდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი