აჭარაში სავალდებულო კარანტინს ამ ეტაპზე 1340 ადამიანი გადის

09 მაისი 2020, 14:51 1134 ნახვა

აჭარაში სავალდებულო კარანტინს ამ ეტაპზე 1340 ადამიანი გადის. მოქალაქეები  24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.  რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვა-ორგანიზებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს.

ჯამში,  რეგიონში  საკარანტინო  სივრცეები  27 სასტუმროშია განთავსებული, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში კარანტინი საქართველოს 5 018 მოქალაქემ გაიარა. კარანტინში მყოფი მოქალაქეების უზრუნველსაყოფად აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. კარანტინში მყოფი პირების გასამხიარულებლად სხვადასხვა ბენდი ზრუნავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი