საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი განიკურნა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. მათგან 4 საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 4 კონტაქტებია.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელთაგან ერთი 18 წლამდე მოზარდია, ხოლო მეორე- 88 წლის ქალი. ნათია კოპალიანი გვერთვება დედაქალაქიდან სიახლეებით.