"11 მაისიდან სრულად გაიხსება მიმოსვლა თბილისში. ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. 14 მაისიდან გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისიდან კი გაიხსნება მარნეული. თუმცა ძალაში რჩება კომენდანტის საათი"-ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
პრემიერმა საუბრისას არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება იმისათვის, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.