საბერძნეთიდან საქართველოს 185 მოქალაქე დაბრუნდა

06 მაისი 2020, 11:34 1542 ნახვა

საბერძნეთიდან საქართველოს 185 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრთა შორის იყო - ონკოლოგიური დაავადების მქონე 17 პირი; 5 ფეხმძიმე, ქრონიკული დაავადების მქონე 40 მოქალაქე; 17 ხანდაზმული, 18 არასრულწლოვანი და მათი თანმხლები 20 პირი; ასევე 14 მოქალაქე, რომლებიც   დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები საქართველოში.

სამშბლოში დაბრუდნენ კორონავირუსის გავრცელებამდე საბერძნეთში ტურისტულად მყოფი მოქალაქეებიც რომლებსაც  აღარ გააჩნდა ფინანსური საშუალება და თავშესაფარი. იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან დღეს 62 მგზავრს ჩამოიყვანენ. მგზავრთა შორის არიან საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტები. ყველა მგზავრს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, სომხეთის მოქალაქე სტუდენტებს კი სამშობლოში გადაიყვანენ. 

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება: უახლოეს დღეებში ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდება:

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;

9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი