მახვილაურის მცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ

04 მაისი 2020, 18:14 2019 ნახვა

მახვილაურის მცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ.  ამბობენ,რომ მაგისტრალის მშენებლობის გამო ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების გამო  მათი საცხოვრებლები დაზიანდა. ისინი კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.

მაგისტრალის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანიის საშუალებით ახორციელებს. მოსახლეობას დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები  შეხვდნენ. მათი  ინფორმაციით მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი