''ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე’’ - კონკურსი ჟურნალისტიკაში

03 მაისი 2020, 12:22 1823 ნახვა

''ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე’’, ევროკავშირი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად  ჟურნალისტიკაში კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, გააკეთა.თქვა, რომ დღეს ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე.

მჯერა, რომ ყურადღებით გააგრძელებენ საქმიანობას. მან კონკურსის მიზანზეც ისაუბრა. თქვა, რომ ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, წახალისება შეუწყობს ხელს. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა: აღნიშნული მონაცემები და ის თუ ვის შეუძლია მონაწილეობა შეგიძლიათ ნახოთ ევროკავშირის ვებ საიტზე “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი