საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე გახანგრძლივდა

02 მაისი 2020, 18:02 2710 ნახვა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, ინიციატივა ორშაბათს პარლამენტს წარედგინება. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევია და ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების რისკს ზრდის.საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 24 მარტს დაწესდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 167 000 შემთხვევაა  დაფიქსირებული, დაღუპულია 24 628 ადამიანი. ირანში გასული 24  საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 65 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ირანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 6 156 ადამიანი დაიღუპა. ირანში კოვიდ 19-ით სულ 96 448 ადამიანია  ინფიცირებული, მათგან 2787-ის მდგომარეობა კრიტიკულია.კვლავ მძიმეა ვითარება აშშ-ში ბოლო ინფორმაციით კორონავირუსის 1000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებულია, გარდაცვლილია 30.

ესპანეთში 276 გარდაცვალების ახალი ფაქტია დადასტურებული, ინფიცირებულია 2  579 პირი.ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ 9 623 ადამიანს დაუდგინეს.საერთო ჯამში, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 124 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 57 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში