სპეცრეისით ვენიდან საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა

02 მაისი 2020, 11:12 1662 ნახვა

​ვენა-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტში გაიარეს სამედიცინო შემოწმება და საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. 

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 

5 მაისი - ათენი-თბილისი

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

1 მაისის მონაცემები სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,212 მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი