ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უახლოეს მომავალში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვას მოითხოვს. მირდატ ქამადაძის განცხადებით, აღნიშნული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით უნდა შევიდეს ცვლილებები ბათუმის ბიუჯეტში, რომელიც უპასუხებს პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს აქვს თავისი ბიუჯეტი და შესაბამისად ანტიკრიზისული გეგმაც უნდა გააჩნდეს. ცნობისთვის, გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე ითხოვდა ფრაქცია დღის წესრიგში შესულიყო საკითხი განსახილველად, რაზეც მათ უარი ეთქვათ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, კანონის თანახმად თავმჯდომარე უფლებამოსილია რიგგარეშე სხდომა ერთი კვირის ვადაში ჩანიშვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია შეიკრიბოს საკითხის განსახილველად , რისთვისაც საჭიროა 13 დეპუტატის დასწრება.