აჭარის უმაღლესმა საბჭომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

30 აპრილი 2020, 20:03 2178 ნახვა

13 მომხრე 2 წინააღმდეგი - 2 დღიანი განხილვების შემდეგ, აჭარის საგანგებო ბიუჯეტი დამტკიცებულია. თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროექტი არსებულ პრობლემებს ვერ პასუხობს. მათი თქმით, ვერ მიიღეს პასუხი თუ რა სახის დახმარებას მიიღებენ, ის ადამიანები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩნენ.  „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ, „ქართული ოცნების“ 3 ფრაქციიდან 2-ის გაუქმება და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება მოითხოვეს.

ოპოზიციის საპასუხოდ ხელისუფლებაში, ამბობენ, რომ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები პრობლემების შესაბამისია. სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება და ათასობით ბენეფიციარისთვის სასურსათო კალათის გადაცემა - ეს საგანგებოდ შემუშავებული რეგიონის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი