ხმაური და დაპირისპირება უმაღლესი საბჭოს პლენარულს სხდომაზე. ამ წუთებში საგანგებო ბიუჯეტის შესახებ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოხსენებას ისმენენ, ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს უნდა უყარონ, დასამტკიცებლად კი 11 დეპუტატის ხმაა საჭირო, მანამდე კი სხდომათა დარბაზში ხმაური და კამათი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მმართველ გუნდს შორის.