თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა, შესასვლელებთან ბლოკპოსტები განთავსდა. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა.
კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი საავადმყოფოს ექთანია.