დაგეგმილი  ჩარტერული რეისები  მინსკიდან

26 აპრილი 2020, 12:40 1231 ნახვა

კომპანია „ბელავია“ 3, 10 და 17 მაისს  ეპიზოდურ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს მინსკი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შეახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან მინსკი-ერევნის ტრანზიტულ მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეების მზარდმა ნაკადმა განაპირობა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბელავიას ვებგვერდზე: ბელავია. Bყ. 2020 წლის 25 აპრილის მონაცემებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში  დაბრუნდა 7 786 მოქალაქე. ცნობისთვის 27 აპრილიდან  9 მაისის ჩათვლით კომპანია „ჯეორჯიან ერავეისი“ სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან, ათენიდან, ამსტერდამიდან და ბერლინიდან თბილისის მიმართულებით სპეცრეისებს განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი