ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს

25 აპრილი 2020, 15:04 1754 ნახვა

მთავრობის ექვსპუნქტიანი ხედვა საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეფასდა ოპოზიციაში. ძირითადი პრეტენზია ანტიკრიზისული გეგმის ვადებია - მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დახმარება უნდა გაიცეს არა 6 თვის პერიოდში, არამედ ერთჯერადად, ან ერთი კვარტლის განმავლობაში. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ ოცნებას ილუზია აქვს, რომ ხალხის ფულის ისევ ხალხისთვის ასე განაწილებულად მიცემით მოიგებს არჩევნებს.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ფიქრობს , რომ ანტიკრიზისული გეგმა არჩევნებზე მორგებული პროცესია. თვითდასაქმებულ ადამიანებზე გამოყოფილი თანხის ოდენობა გახდა კრიტიკის საგანი ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის მხრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი