I ეტაპი
27 აპრილიდან დაშვებული იქნება: ონლაინ ვაჭრობა, ავტომანქანებით გადაადგილება, ღია ტიპის აგრარულო ბაზრების საქმიანობა.
II ეტაპი
11 მაისიდან დაშვებული იქნება: მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების საქმიანობა, კომპიუტერული და პირადი საყოფაცხოვრებო საქმიანობის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
III ეტაპი
25 მაისიდან დაშვებული იქნება: საცალო და საბითუმო ვაჭრობა ( გარდა დიდი სავაჭრო ცენტრებისა) ყველა ტიპის ღია ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.
IV ეტაპი
აღდგება სავაჭრო ცენტრების , ღია ტიპის რესტორნების და კვების ობიექტების ადგილზე მომსახურება , ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების მუშაობა.
V ეტაპი
აღდგება დახურული ტიპის ბაზრების მუშაობა, ყველა ტიპის რესტორნის და კვების ობიექტის ადგილზე მომსახურება.
VI ეტაპი
აღდგება გასართობი, სპორტული, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული სათამაშო დაწესებულების, სასტუმროების, საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა.