ბათუმში კორონავირუსი ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

24 აპრილი 2020, 11:07 3100 ნახვა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

"გუშინ დღის განმავლობაში 180 ნიმუში შევიდა ორივე ლაბორატორიაში და გამოვლინდა ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. პაციენტი არის ქალაქის ტერიტორიიდან და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მას მხოლოდ ერთი ოჯახური კონტაქტი ყავს. იგი ახლა გადაყავთ კლინიკა "მედალფაში. 

ქობულეთის ​კლასტერთან დაკავშირებული სულ 35 შემთხვევა გვყავს, მათთან პირველი და მეორე რიგის კონტაქტები 530, მათგან 400 უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ყველა გაიტესტება. ვისაც უსრულდება თვითიზოლაციის წესები, მათ შეზღუდვები მოეხსნება.

ამ ეტაპზე მდგომარეობა რეგიონში არის კონტროლირებადი, ვინც გვემატება მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, თუმცა აუცილებელია დავიცვათ სოციალური დისტანცია"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კლინიკა "მედალფა" დატოვა 78 წლის ქალმა. პროტოკოლის მიხედვით, იგი ორი კვირით თვითიზოლაციაში გადავა. კლინიკაში სულ ამ ეტაპზე არის 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში