საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გირჩის აქციის პარალელურად  ბათუმშიც შეიკრიბნენ

23 აპრილი 2020, 18:08 1944 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გირჩის აქციის პარალელურად  ბათუმშიც შეიკრიბნენ.  ქალაქის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა, თუმცა არა ტრადიციული ფორმით. კოლონადებთან რამდენიმე პირი შეიკრიბა. მათ არ ჰქონიათ ტრანსფარანტები და არც შეძახილები ყოფილა. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა  აქციის მონაწილეებმა  სოციალური დისტანციის დაცვით ხმაურის გარეშე მოითხოვეს. 

ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის ფონზე საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებითა და  კომენდანტის საათის გამოცხადებით კოვიდ 19-თან ბრძოლის სახით რეალურად საკუთარი ძალაუფლების ჩვენებას ცდილობს. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი