გაზაფხულის მეორე თვის მიწურულს მთიან აჭარაში თოვლი მოვიდა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 8-10 სმ-ია. დაბალი ზონაში 2-3 სმ. ნალექს ფერმერებისთვის ზარალი არ მიუყენებია ვინაიდან ნაწილს ხვნა-თესვის სამუშაოები არ დაუწყია.
ფერმერების განცხადებით, უკვე დათესილ ნარგავებს მიწაში საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, ბოსტნეულისგან განსხვავებით შესაძლებელია ყინვას ვერ გაუძლოს ყვავილში მყოფმა ხეხილმა.