ველოდებით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას დაამტკიცებს - რესტორნის განცხადება

21 აპრილი 2020, 14:11 1721 ნახვა

ბათუმში იმ საკარანტინო სივრცეს, სადაც საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქისრდა რესტორანი "ახალი გემი" ამარაგებდა.

რესტორნის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ინტოქსიკაცია მათ მიერ მიწოდებულ საკვებს არ უკავშირდება. მათივე განცხადებით ისინი ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან, რომლის შემდეგაც სამართლებრივ გზას მიმართავენ.

​"ჩვენ დაახლოებით 40 დღეა მომსახურებას ვუწევთ საკარანტინოდ გამოყოფილ 5 სასტუმროს. აღნიშნული შემთხვევის დღეს, ჩვენ აღნიშნულ სასტუმროს 178 პერსონაზე გაანგარიშებული საჭმელი მივაწოდეთ. მეორე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 3 პირი მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ჩვენს ობიექტზე კონტროლი განახორციელეს ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლებმა. კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენი ობიექტი სისუფთავის, ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის და წარმოების მხრივ სრულად აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს

მოხდა ჩვენს მიერ გამოყენებული ქათმის და ხორცპროდუქტების ნიმუშების აღება. ნიმუშებთან ერთან ჩვენ პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაციაც წარვადგინეთ. ჩვენი რესტორანი "ახალი გემი" ყოველთვის დიდი ყურადღებით ასრულებს ყველა მოთხოვნას.

ჩვენ ველოდებით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ასევე დაადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას, რის შემდეგაც ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ სამართლებრივ გზებს"-წერია რესტორნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლესაც ხელს დირექტორი აწერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი